პატიმრების შეწყალება

გიორგი მარგველაშვილმა საახალწლოდ 84 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საახალწლოდ 84 მსჯავრდებული შეიწყალა -  ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა.

ქორიძის თქმით, 63 მსჯავრდებული რომელთაგან ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებენ. 21 მსჯავრდებულს კი დარჩენილი სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა.

ჟურნალისტების კითხვას შეწყალებულებს შორის ქალბატონების მცირე რაოდენობაზე ზვიად ქორიძე პასუხობს რომ ამ საკითხით თვითონაც დაინტერესდა.

"იმ საქმეებში, რომლებიც 22-24 დეკემბერს განიხილეს, ძალიან ცოტა იყო მსჯავრდებული ქალბატონების განცხადებები. ეს კითხვა კომისიასაც ჰქონდა. ჩვენ ვეცდებით შესაბამისი ინფორმაცია კონკრეტული დაწესებულებებიდან მივიღოთ. მაგრამ ჩემი პირადი მოააზრებაა და ველოდები, რომ შემდგომში უფრო მეტი იქნება მსჯავრდებული ქალბატონების განცხადებები. იმიტომ, რომ გადის დებულებით დათქმული 6 თვიანი ვადა, როდესაც მსჯავრდებულს შეუძლია განაცხადი ხელახლა შეიტანოს" - განაცხადა ქორიძემ.

ქორიძის განცხადებით, შეწყალების კომისიამ სულ 493 საქმე განიხილა. მისივე თქმით, კომისიის მორიგი სხდომა 2015 წლის დასაწყისში გაიმართება.

კომენტარები