ე.წ. კაბელების საქმე

ლევან სამუშია: პროკურატურის მასალებით დაკავებულების ბრალეულობა არ დასტურდება

"კვირას" პრესკლუბი

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატებმა საქმის მასალების გაცნობა დაასრულეს. ლევან სამუშიას თქმით, საქმის მასალებში არ არის არცერთი დოკუმენტი, რომელიც დაკავებულების ბრალეულობას ადასტურებს. ადვოკატები თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გასაჩივრებასაც გეგმავენ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 28 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად სილქნეტის სასარგებლოდ ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვა ედებათ.

კომენტარები