ფილიპინებზე ტაიფუნ ჰაგუპიტს სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა

www.dailymail.co.uk

ფილიპინებზე ტაიფუნ ჰაგუპიტს სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა. მილიონზე მეტი ადამიანი სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია.

ქარის სიჩქარემ 120-დან 150-მდე კილომეტრი საათში შეადგინა. ამ დროისთვის ქარის სიმძლავრემ იკლო, თუმცა რჩება წყალდიდობებისა და მეწყრების საშიშროება.

გასულ წელს ტაიფუნ ჰაიანს ფილიპინებზე 7 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.  

კომენტარები