ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში 75 წლის ქალის სახლში ოთხი ნიღბიანი შეიჭრა, ქალს ხელ-ფეხი შეუკრა და ფიზიკურად გაუსწორდა.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაზარალებული ვარაუდობს, რომ თავდასხმა მის მიერ წინა დღეს სოციალური დახმარების აღებას უკავშირდება.
ხმაურის ხმა მეზობლებმა გაიგეს და ქალის დასახმარებლად სახლში შევიდნენ, თავდამსხმელები კი გაიქცნენ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უკანონო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.