ვარდების რევოლუციის მეთერთმეტე წლისთავს საქართველო აფხაზეთის ანექსიის გაფორმებით, ჩვენი სახელმწიფოს მიერ ჩადენილი გენოციდის გამოძიებით, ენერგოსისტემის პარალიზებით და ლარის კურსის მკვეთრი ვარდნით შეხვდა.
ღამის ორ საათზე ელექტროენერგიის მიწოდება მთელ საქართველოს შეუწყდა. მიზეზი გარდაბნის თბოსადგურზე მომხდარი ავარიაა. რამ გამოიწვია ავარია, რატომ ვერ მოხერხდა ალტერნატიული მომარაგების წყაროზე ავტომატური გადართვა, რატომ ჩაბნელდა სრულიად საქართველო - ამის გარკვევას ეკონომისტ არჩილ მამათელაშვილთან ერთად შევეცადეთ.




