ჩაკ ჰეიგელი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი შესაძლოა, გადადგეს

ამერიკის ხმა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი შესაძლოა, უახლოეს დღეებში გადადგეს. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

BBC-ის ცნობით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჰეიგელისგან გადადგომის დადასტურებას ორშაბათს, თეთრი სახლიდან მიმართვაში ელოდება.

68 წლის ჰეიგელი, ვიეტნამის ომის ვეტერანი და ყოფილი სენატორია. ის თავდაცვის მდივანი 2013 წელს გახდა.

გასულ თვეს, ის მკვეთრად კრიტიკული იყო ამერიკის სტრატეგიის გამო ისლამური სახელმწიფოსა და სირიის რეჟიმთან მიმართებით.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰეიგელი მოვალეობას შეასრულებს მანამ, სანამ ახალი თავდაცვის მდივანი დაინიშნება.

კომენტარები