გუანტანამო

აშშ-მა გუანტანამოს ციხიდან სამი პატიმარი საქართველოში გამოგზავნა

Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გუანტანამოს ციხიდან სამი პატიმარი საქართველოში გამოაგზავნა. პენტაგონის ინფორმაციით, ციხე სულ 5-მა მსჯავრდებულმა დატოვა, მათგან 2 სლოვაკეთში გადაიყვანეს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები აფასებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც ის მეგობრებისა და მოკავშირეებისგან იღებს.  არსებული ინფორმაციით, პატიმრები ჯერ კიდევ 2010 წელს უნდა გაეთავისუფლებინათ, რადგან აშშ-ის ხელისუფლებამ ისინი ქვეყნისთვის საშიშად არ მიიჩნია. გუანტანამოს ციხეში ამ დროისთვის 143 პატიმარი რჩება.

გუანტანამოს ციხიდან საქართველოში 3 პატიმარი 2010 წელსაც გამოაგზავნეს. ციხე ოფიციალურად 2002 წლის იანვარში გაიხსნა სპეციალურად იმ პირებისთვის, რომლებიც ტერორისტულ აქტებში მონაწილეობდნენ ან ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი. 2009 წლის 21 იანვარს ბარაკ ობამამ ციხის დახურვის ბრძანებას ხელი მოაწერა, თუმცა, კონგრესის უარის გამო, გუანტანამო ამ დრომდე არ დახურულა.  

კომენტარები