აჭარაბეთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

აჭარაბეთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის გიორგი გრძელიშვილის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გადასახადებისგან თავის არიდებას გულისხმობს.

აჭარაბეთში ამ დროისთვის ყველა სათამაშო აპარატი დახურულია. საგამოძიებო სამსახურის შესვლისა და აპარატების დახურვის შესახებ აჭარაბეთში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. 

კომენტარები