კახა ბენდუქიძე

განაპოლსკი: ბენდუქიძის უნივერსიტეტებს გაანადგურებენ, ასეთია ახლა საქართველო

aboutru.com

ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის გარეშე აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს განადგურება ემუქრება.

„კახა ბენდუქიძის გარდაცვალება საზარელი დარტყმაა, ამის წარმოდგენაც კი რთულია. ერთია, რომ ეს უბედურებაა უკრაინისთვის, რომელსაც ის ბოლო ხანებში სასარგებლო რჩევებს აძლევდა, მეორე მხრივ კი, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა თუ რა ბედი ეწევა მის უნივერსიტეტებს, რომლებსაც ის აფინანსებდა და მისი პატრონაჟის ქვეშ იყო. ახლა მათ გაძარცვავენ, დაანგრევენ, ყველას გაყრიან და არაფერი არ დარჩება - ასეთია ახლა საქართველო“, - წერს განაპოლსკი.

ცნობილი რეფორმატორი, ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა. მან გულის ოპერაცია გაიკეთა და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზიც სწორედ გულის უკმარისობა გახდა.

კომენტარები