თავისუფალი დემოკრატების ყრილობა

პეტრიაშვილი მთავრობას: მთავარი მსაჯი თქვენია, თუმცა ბურთი მრგვალია

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ჩვენ უკვე ოპოზიციური პარტია ვიწვევთ ხელისუფლებას პაექრობაში, რომლის ბოლო კეთილია - ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა თავისუფალი დემოკრატების ყრილობაზე განაცხადა.

პეტრიაშვილმა მთავრობასთან მომავალი ურთიერთობა საფეხბურთო ტერმინებით ახსნა და განაცხადა, რომ „გამარჯვების გოლს“ სწორედ მისი პარტია გაიტანს.

„ძვირფასო ხელისუფლებავ, მოედანი თქვენია მთავარი მსაჯიც სავარაუდოდ, მაგრამ ბურთი მრგვალია. გპირდებით, რომ ჩვენ თამაშის წესებს დავიცავთ და ამის პირობას გაძლევთ, მაგრამ ჩვენ იგივეს მოვითხოვთ თქვენგან. ასევე მინდა გითხრათ ერთადერთი რასაც ვერ გპირდებით არის ის რაც ფილმში „პირველი მერცხალი“ დოდო აბაშიძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმის დროს თქვა -ნახევარი ძალით დავარტყამ პენალტსო. ამას ნამდვილად ვერ შეგპირდებით. თუმცა გპირდებით, რომ მთავარ გოლს ჩვენი მთავარი გარე მტრის კარში სწორედ ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები გავიტანთ. საგოლე პასის ავტორები აქ სხედან “ - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები