უსუფაშვილი 15 ნოემბრის აქციაზე: არამგონია, რაიმე სუპერსაყურადღებო ხდებოდეს

"მე არამგონია, რომ რამე კატასტროფული ან სუპერ საყურადრებო ხდება. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სრულად არის გაკოტრებული, ყველა დონეზე ცდილობს, გამოძებნოს პოლიტიკური აქტიურობის ახალი ფორმები. არ იქნება სწორი, თუ დღეიდან 15 ნოემბრამდე ამ თემაზე ლაპარაკში გავატარებთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობა რას აპირებს, რატომ აპირებს და როგორ აპირებს. რაც უნდათ ის დააპირონ," - ასე გამოეხმაურა დავით უსუფაშვილი 15 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას და მთავრობის წევრების მიერ  დესტაბილიზაციის შესაძლო მცდელობაზე გაკეთებულ განცხადებებს.

"როდესაც ჩვენ, ოპოზიცია, მიტინგებს ვაწყობდით ხოლმე, თუ ხელისუფლების მხრიდან რაიმე მსგავსი ბრალდება გაისმოდა, ეს ხელს არ გვიშლიდა ხალხის მობილიზებაში, პირიქით, უფრო მეტი მოდიოდა ხოლმე," - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ 15 ნოემბერს დაგეგმილი აქცია სასაცილოა. მისი თქმით, ენმ აპირებს, რომ რეგიონებიდან ჩამოიყვანოს ხალხი, 15-15 ლარი გადაუხადოს და შემდეგ ერთმანეთი აცემინოს. 

15 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე ნაციონალური მოძრაობა რუსეთის ქმედებებისა და რუსეთსა და აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების  გააპროტესტებას აპირებს.

კომენტარები