დაკავება პრემიერის სახლთან

სესიაშვილი: პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლა ინდულგენცია არ არის

პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლა - ეს არ არის ინდულგენცია და არ არის იმის, ასე ვთქვათ, უფლების მოპოვება, რომ ამ მოტივით სამართალდარღვევა ჩაიდინო. ამიტომ იმ პიროვნების დაკავება მოხდა არა იმიტომ, რომ ის თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა, არამედ როგორც ჩანს იმის გამო, რომ მან სამართალდარღვევა ჩაიდინა და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. პროფესიის დაკავშირება სამართალდარღვევასთან და ამით გამართლება იმისა, რომ "იცით რა, რაღამც ჟურნალისტია, მას აქვს უფლება, პოლიციას შეაგინოს ან ხელი შეუშალოს ან არ დაემორჩილოს", ეს ასე ნამდვილად არ უნდა იყოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა პრემიერის სახლთან გუშინდელი აქციის დროს ტაბულას ფოტოგრაფის ალექსანდრე გიორგაძის დაკავება შეაფასა. გიორგაძეს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისთვის ხელის შეშლას ედავებიან. ფოტოგრაფის თქმით კი, ის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს.

კომენტარები