საატესტაციო გამოცდები

მუნიციპალიტეტების თანამშრომელთა საატესტაციო გამოცდა 1-ელ ნოემბერს ჩატარდება

მუნიციპალიტეტების თანამშრომელთა ატესტაციის პირველი ეტაპი - ტესტირება პირველ ნოემბერს ჩატარდება. მეორე ეტაპზე გასულ კონკურსანტებს კი გასაუბრებით შეარჩევენ. ტესტირებას გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. საგამოცდო ტესტებსაც ეს ცენტრი მოამზადებს.

"ტესტირება ჩატარდება პირველ ნოემბერს. ატესტაციის ჩატარებიდან რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ ერთ კვირაში იქნება ცნობილი შედეგები და მეორე ეტაპზე გასულ კანდიდატებს დავიბარებთ გასაუბრებაზე. ტესტებთან ჩვენ საერთოდ არ გვაქვს შეხება, ტესტებს ამზადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომელიც ჩაატარებს გამოცდას", - აცხადებს თბილისის მერი დავით ნარმანია.

კომენტარები