დემონსტრაცია ჰონკონგში

ჰონკონგში პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა

www.nbcnews.com

ჰონკონგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობის წინ ტერიტორიის გასათავისუფლებლად ძალას მიმართა. ასეულობით პოლიციელმა ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მანამდე ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ აქტივისტების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებდა. შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, 40-ზე მეტი კი დააკავეს. აქტივისტები ჩინეთის ხელისუფლებისგან ადგილობრივი მთავრობის თავისუფლად არჩევის უფლებას მოითხოვენ.

პოლიციასთან შეტაკების შემდეგ დემონსტრანტები ქუჩებში ისევ რჩებიან. 

კომენტარები