განათლება და მეცნიერება

თამარ სანიკიძემ პარლამენტს მეცნიერების განვითარების ანგარიში წარუდგინა

განათლების სამინისტრო

განათლების მინისტრმა პარლამენტის განათლების კომიტეტს მეცნიერების განვითარებისთვის ჩატარებული სამუშაოს ანგარიში წარუდგინა. შეხვედრას მეცნიერებიც ესწრებოდნენ. ანგარიშის განხილვა დებატების ფონზე წარიმართა. შეხვედრაზე უკმაყოფილება ძირითადად სახელფასო პოლიტიკის, ასევე მეცნიერების განვითრების კონცეფციის მისამართით გამოითქვა. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ივანე კიღურაძის შეფასებით, "ფაქტობრივად, გამოდის, რომ სამინისტრო აგრძელებს ლომაიასა და შაშკინის კურსს". მისი თქმით, კვლევითი ინსტიტუტები იმავე მდგომარეობაში არიან, როგორც ადრე იყვნენ. 

"პირადად მე არ მქონდა ლუკმა-პურის პრობლემა, მაგრამ რომ დაინახავ ღირსეული, მართლაც გამოჩენილი მეცნიერები საშინელ პირობებში არიან, როგორ შეიძლება დამშვიდებული ვიყო. ფაქტობრივად, დღეისათვის ის სიტუაცია გვაქვს და გამოდის, რომ სამინისტრო აგრძელებს ლომაიასა და შაშკინის კურსს. როგორ მდგომარეობაშიც იყო კვლევითი ინსტიტუტები, ისეთ მდგომარეობაში არიან დღესაც", - აღნიშნა ივანე კიღურაძემ. 

შენიშვნებს მინისტრმა თამარ სანიკიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ სიჩქარე დამღუპველია და აუცილებელია თანმიმდევრული ნაბიჯები.

"ნუ შევიყვანთ ნურავის შეცდომაში. გასაგებია, რომ ყველაფერი ძალიან გვეჩქარება. მე არ ვამბობ, რომ მეცნიერებს აქვთ ის ანაზღაურება, რასაც იმსახურებენ, მაგრამ ყველაფერი მიდის იქით, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. სურათი, რომელიც დაიხატა, ნიშნავს, რომ დაინგრა და დაიქცა ყველაფერი და არაფერი არსებობს. ძალიან თანმიმდევრულად მივყვებით ყველაფერს და რაღაც ეტაპამდე მივედით. მე მგონი, მივდივართ სწორი მიმართულებით", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები