შსს

შსს: ახალქალაქში უკანონო სამარხში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს

ახალქალაქში უკანონო სამარხში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ახალქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის უკანონო სამარხი აღმოაჩინეს.

სამინისტროს ინფორმაციით ამოღებულია: ტანკის 128 ჭურვი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის 3969 ამფეთქი დეტონატორი და 15 480 ამფეთქი ზამბარა.

საბრძოლო მასალის წარმომავლობის და მფლობელის ვინაობის დასადგენად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები