ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

უკრაინაში რუსი ინტერვენტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას კვლავ არღვევენ

frontpagemag.com

უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსმა ინტერვენტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სულ მცირე 50-ჯერ დაარღვიეს. უკრაინული წყაროების ცნობით, მათ ორჯერ მიიტანეს იერიში დონეცკის აეროპორტზე, რომლის აღებას რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობენ. ტერორისტების ყველა შეტევა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს. სროლა ისმოდა ქალაქ მარიუპოლის მახლობლად, სადაც სეპარატისტებმა ტანკებიდან ცეცხლი გახსნეს. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის, პრორუსი ინტერვენტებისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი 5 სექტემბერს, მინსკში მოეწერა.

კომენტარები