აქციზის გადასახადი

2015 წლიდან თამბაქოზე აქციზი გაძვირდება

საქართველოს მთავრობის დამტკიცებული სტრატეგიის მიხედვით თამბაქოს ფასები ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს. ფინანსთა სამინისტროს პრესასმსახურის განცხადებით აციზზე ფასის ზრდა ბიუჯეტის შევსებას არ ისახავს მიზნად. აღნიშნული სტრატეგიის მიზანი ქვეყანაში თამაბოს მიერ გამოწვეული ზიანის შემცირება და საქართველოს გაეროს ჩარჩო კონვენციის მოთხოვნებთან დაახლოებაა. კონვენციის მოთხოვნებს შორის, ერთ-ერთი სწორედ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატებაა. საქართველოში აქციზის ფასი 2013 წლის აგვისტოშიც გაიზარდა.

ეკონომისტ ლევან კალანდაძის მოსაზრებით, თამბაქოს მომხმარებლის ქცევა აქციზის გადასახადის ზრდასთან პირდაპირ კავშირში არ არის. ინდუსტრიის ექსპერტების აზრით კი აქციზის ფასის მკვეთრი ზრდა კონტრაბანდის საფრთხეს მნიშვნელოვნად ზრდის.

კომენტარები