ანტიტერორისტული კოალიცია

აშშ: ისლამური სახელწმიფოს წინააღმდეგ სახმელეთო შეტევა აუცილებელია

radioalfurqaan.com

აშშ-ის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარის მარტინ დემფსის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებზე გამარჯვებას სახმელეთო ოპერაცია დასჭირდება.

კერძოდ, მისი თქმით, სირიაში ისლამისტების მიერ დაკავებული ტერიტორიის გათავისუფლებას 12 ათასიდან 15 ათასამდე მებრძოლი დასჭირდება. თუმცა, დემფსიმ აღნიშნა, რომ აშშ ამ ეტაპზე მზადაა მხოლოდ 5 ათასი სირიელი მეამბოხე გაწვრთნას და შეაიარაღოს.

დემფსის განცხადებით, ავიადარტყმები ერაყსა და სირიაში ეფექტური გამოდგა და ისლამისტების ინფრასტრუქტურის ნაწილი გაანადგურა. თუმცა, საბოლოო შედეგის მისაღწევად ისინი საკმარისი არ არის.

ისლამური სახელმწიფო წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს დიდ ბრიტანეთი, დანია და ბელგია შეუერთდნენ. 

კომენტარები