დააბანდე საქართველოში

ღარიბაშვილი: საქართველო არა მხოლოდ ღიაა ბიზნესისთვის, არამედ უსაფრთხოც

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

რატომ უნდა დააბანდონ ინვესტორებმა თანხა საქართველოში - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ყოველწლიურ სიმპოზიუმზე, სახელწოდებით "დააბანდე საქართველოში" სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"ჩვენი ძალისხმევა საქართველოში დემოკრატიისა და კეთილდღეობისთვის მტკიცე საფუძვლის შექმნისთვის არის მიმართული. მთავრობა მიზნად ისახავს, საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილი გახდეს. ჩვენ ქვეყანაში კანონის უზენაესობა აღვადგინეთ და თანამდებობის პირთა დაუსჯელობას წერტილი დავუსვით. საქართველო არა მხოლოდ ღიაა ბიზნესისთვის, არამედ უსაფრთხოც, ისევე როგორც ევროპაში. განსხვავება მხოლოდ გადასახადების სიმცირეშია. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა თვალში საცემია. წარმატების განსამტკიცებლად ჩვენ ასობით მილიონი ლარის ინვესტიციას ვდებთ სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორში. უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად დაარსდა საინვესტიციო ფონდები, რომელთა განკარგულებაშიც მილიარდებია", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

კომენტარები