ე.წ. გასაღების თემა

გიგაური: ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში არ უნდა იყოს

ფარულ ჩანაწერების საკითხზე მომუშავე კომისიის დღევანდელი სხდომის განხილვის მთავარი თემა კვლავ ე.წ. გასაღებთან დაკავშირებული საკითხია.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორის ეკა გიგაურის განცხადებით ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროდან მობილური ოპერატორების ხელში უნდა გადავიდეს.

"ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. წლების განმავლობაში პრობლემა იყო ის, რომ ძალიან დიდი უფლებამოსილება და საშულებები ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, როდესაც პირდაპირ წვდომას ახდენდა ჩვენს სატელეფონო საუბრებზე. ჩვენ დავინახეთ, რომ ამან არ გაამართლა, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ახლა უნდა ავიღოთ და გამოვიყენოთ ევროპული მოდელი, სადაც გასაღები არის მობილური ოპერატორების ხელში", - განაცხადა გიგაურმა.

ფარულ ჩანაწერების საკითხზე მომუშავე კომისია დღეს კიდევ ერთ საკითხს, მობილური ოპერატორების სერვერებზე დაცული ინფორმაციის შსს-ის მიერ აღებაზე კონტროლის მექანიზმის დაწესებას განიხილავს.

"მობილურ ოპერატორებში სერვერებზე არის დაცული ინფორმაცია, მაგალითად, ვის დავურეკეთ, ვის გავუგზავნეთ სმს და ა.შ. ამ ინფორმაციასაც შს იღებს კონტროლის გარეშე და ამისთვის არც სჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ეს საკითხიც დასარეგულირებელია", - აღნიშნა გიგაურმა.

კომენტარები