უელსის სამიტი

უელსის სამიტზე რუსული დელეგაცია მიწვეული არ არის

NATO-ს უელსის სამიტზე რუსეთის დელეგაციას არ ელიან. რუსული გამოცემა კომერსანტის ცნობით, სამიტზე, რომელზეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთთან შემდგომ ურთიერთობებს და უკრაინის კრიზისზე საპასუხო ზომებს განიხილავს, რუსული დელეგაცია მიწვეული არ არის.

ალიანსის წევრებმა მოსკოვის წარმომადგენელთა დაპატიჟება მიზანშეუწონლად მიიჩნიეს. 

NATO-ს უელსის სამიტი მიმდინარე წლის 4-5 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები