საქართველო სომხეთში რუსული ჯარისა და იარაღის ტრანზიტს არასოდეს დათანხმდება

სიტუაცია მთიანი ყარაბაღის გარშემო ბოლო ორი დღის განმავლობაში შედარებთ დამშვიდდა. თუმცა, მხარეები ერთმანეთს კვლავაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ. შეშფოთება კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციით ევროკავშირმა გამოთქვა.

მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები საქართველოს მთავრობის წევრებმა შეაფასეს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის შესაძლო დაწყება საქართველოსთვის კონკრეტულ საფრთეს შეიცავს - რუსეთი, როგორც კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების წევრი, ვალდებული იქნება სომხეთს დახმარება გაუწიოს. ექსპერტების აზრით, ამ შემთხვევაში შესაძლოა, რუსეთმა საქართველოს ჯარებისა და შეიარაღების ტრანზიტი მოსთხოვოს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თბილისი ამაზე არასოდეს დათანხმდება.

კომენტარები