კაზანტიპი

არქიმანდრიტი ანთიმოზი: ანაკლიაში კაზანტიპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

სასულიერო პირების ორგანიზებით 14 აგვისტოს ანაკლიაში კაზანტიპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა ანთიმოზმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. 

"14 აგვისტოს ანაკლიაში დაგეგმილია დიდი აქცია. ხალხმა არ იცის კაზანტიპი რას ნიშნავს. მეც უბრალო გართობა მეგონა. შემდეგ, სერიოზულად ჩავიხედე, სერიოზულად წავიკითხე კონსტიტუცია, ვნახე კადრები და გავვოცდი. ეს არის აბსოლუტურად ყველაფრის თავისუფლება, ნარკოტიკის, სექსის, პორნოგრაფიის თავისუფლება. თავიანთი კონსტიტუცია და წესები აქვთ, თავიანთი პრეზიდენტი ჰყავთ, რომელიც იძახის, რომ ჯადოქარი ვარო. ეს ეშმაკზე მსხვერპლშეწირვაა“, - უთხრა „ინტერპრესნიუსს“ არქიმანდრიტმა ანთიმოზმა. 

კომენტარები