პრემიერი: ივანიშვილმა ჩემი მსოფლმხედველობის დახვეწაზე დიდი გავლენა იქონია

მე ბატონ ბიძინასთან მქონდა ურთიერთობა 10 წლის განმავლობაში. ადამიანი, რომელმაც ჩემს განვითარებაზე, ჩემს ჩამოყალიბებაზე, ჩემი მსოფლმხედველობის დახვეწასა და განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია. მე, რა თქმა უნდა, მაქვს მასთან კომუნიკაცია და ასევე არ ვერიდები იმის თქმას, რომ, როცა საჭიროდ მიმაჩნია, ვეკითხები რჩევას ან აზრს ამა თუ იმ საკითხზე, მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხზე. ამაში უჩვეულო არაფერი არ არის, პირიქით. 

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილზე, გადაცემაში "პოლიტიკის დრო".

კომენტარები