თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს მანქანა ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

mod.gov.ge

თავდაცვის სამინისტროს მანქანა თბილისის აეროპორტის გზაზე ქვეითად მოსიარულეს ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

სამინისტროს საინჟინრო ბრიგადის ავტომანქანა ვაზიანის ბაზაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარია მოხდა. სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დადგენილია, რომ ავტომანქანა მოძრაობდა 80 კმ/სთ სიჩქარით. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.

კომენტარები