ანტიტერორისტული ოპერაცია უკრაინაში

პარაბუი: სამხედროები ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში შეტევაზე გადავიდნენ

უკრაინის სამხედრო ძალები ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში შეტევაზე გადავიდნენ - ამის შესახებ ტელეკომპანია Интер-ს უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ანდრეი პარაბუიმ განუცხადა.

„დღეს მიმდინარეობს ჩვენი სამხედროების შეტევა ჩრდილოეთით ქალაქ სჩასწიედან... ჩვენი სამხედროები მიიწევენ წინ და უკვე ხვალ ჩვენ გვექნება კონკრეტული ინფორმაცია გათავისუფლებული ქალაქების შესახებ" - განაცხადა პარაბუიმ.

დღესვე, 20 ივლისს, შუადღისას, უკრაინულმა არმიამ ტანკები შეიყვანა ქალაქ სევეროდონეცკში. იქამდე არმიამ გაათავისუფლა ქალაქი რუბეჟნოე. სევეროდონეცკში უკრაინული არმია ორი მხრიდან შევიდა. ქალაქთან ახლოს ბლოკპოსტი დადგება. ტერორისტები ჯერ-ჯერობით წინააღმდეგობას არ წევენ, თუმცა მიმდებარე ქალაქთან ხიდი შესაძლოა დანაღმული აღმოჩნდეს.

სამოქალაქო პირებისთვის ქალაქიდან გასვლა აკრძალულია. ქალაქში პანიკა მას მერე დაიწყო, რაც რუსმა ტერორისტებმა რადიოში გამოაცხადეს, რომ ქალაქის მცხოვრებნი სახლში უნდა დარჩნენ.

 

კომენტარები