მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება სიმბოლურად დაემთხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების გამარჯვებას. პრემიერი გერმანიას გულშემატკივრობდა.
"კიდევ ერთხელ გილოცავთ არჩევნების ასეთი წარმატებით დასრულებას, ვულოცავ მთელ საქართველოს, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, რაც მთავარია, ვულოცავ თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს, მხარდამჭერს. როგორც ჩვენ არჩევნებამდე ვამბობდით, ყველა ქალაქში, რაიონში, სოფელში მოვიგებდით და ასეც არის, ჩვენ ყველგან მოვიგეთ დამაჯერებლად და სიმბოლურია, რომ გუშინ დაემთხვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაგვირგვინება. მე თავიდანვე ვგულშემატკივრობდი გერმანიას", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.




