დაპირისპირება სასამართლოსთან

სასამართლოსთან დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციამ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი დააკავა. ასევე დაკავებულები არიან საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი გაბაშვილის მამა, თბილისის ყოფილი მერი კოტე გაბაშვილი, თავისუფალი ზონის აქტივისტები დათო გოგოხია, ირაკლი ჩხვირკია და ლაშა ჭიღლაძე.

თავისუფალი ზონის წევრი ლაშა რუხაია სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც სასამართლოს შენობას პროკურორები ტოვებდნენ. შეხლა-შემოხლა პოლიციასა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის პოლიციის მიერ ერთ-ერთი აქტივისტის დაკავებას მოჰყვა.

კომენტარები