ნორლანდი: ეს არის დღე, რომელიც აახლოვებს საქართველოს ევროპულ ოჯახთან

აშშ-ის საელჩო საქართველოში

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ისტორიული დღეა ქვეყნისთვის. მისივე თქმით, ამ საკითხზე ოფიციალური ვაშინგტონი დღის მეორე ნახევარში განცხადებას გაავრცელებს.

”ეს არის ისტორიული დღე საქართველოსთვის. დღის მეორე ნახევარში ოფიციალური ვაშინგტონი მაღალი დონის განცხადებას გაავრცელებს. არ მინდა, მათ დავასწრო, მაგრამ ვიტყვი, რომ ჩვენ ყველა ამერიკაში ვაღიარებთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც აახლოვებს საქართველოს ევროპულ ოჯახთან, რომელსაც ის ეკუთვნის”, - თქვა ნორლანდმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება დღეს გააფორმადოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ქვეყნის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ.

ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს უკრაინამ და მოლდოვამაც.

კომენტარები