ყვარლის საკრებულოში, მთისძირის მაჟორიტარი ზურაბ ადეიშვილის მამა გახდა

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ყვარლის საკრებულოში, სოფელ მთისძირის მაჟორიტარი დეპუტატი იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მამა გახდა. ყვარლის #16.02 მაჟორიტარულ ოლქში შალვა ადეიშვილმა ხმების 32.81% მიიღო.

მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე მაზმიშვილი გავიდა ხმების 25.49%-ით, ხოლო მესამე ადგილი (20.16%) მმართველი კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა სტეფანე თენოშვილმა დაიკავა.

ყვარლის საკრებულოში სულ 11 მაჟორიტარი დეპუტატი შედის. აქედან, ექვსი მანდატი ექნება ქართულ ოცნებას, სამი - დამოუკიდებელ კანდიდატებს, ხოლო ორი - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

კომენტარები