ენმ: ბათუმში, 102-ე საარჩევნო უბანთან ქართული ოცნება აგიტაციას ახდენს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ქალაქ ბათუმში 102-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ქართული ოცნების აქტივისტები აგიტაციას და ჯგუფების მობილიზებას ახდენენ. პარტიის ცნობით, ისინი მიკროავტობუსით გადაადგილდებიან და ხელს უშლიან საარჩევნო პროცესის მშვიდობიან გარემოში წარმართვას.

ენმ-ის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელთა დელეგაცია. პარტიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებელმა საჩივარი შეადგინა, ქართული ოცნების აქტივისტები მაინც განაგრძობენ საარჩევნო უბანთან აგიტაციას.

ამასთან, ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, თბილისში, ნაძალადევის საარჩევნო ოლქის მე-14 უბანთან ხელჩართული ჩხუბი იყო.

კომენტარები