სოფელ დოშაყეში არჩევნები ჩაიშალა

www.cec.gov.ge

სოფელ დოშაყეში, მარტვილის მე-16 უბანზე არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა გააკეთა. საარჩევნო უბნიდან დილის 6 საათზე ბიულეტენები შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. 

ინციდენტს გამოეხმაურა შსს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი. მისი თქმით, გატაცებული ბიულეტენები საარჩევნო უბანთან ახლოს დალუქულ მდგომარაობაში იპოვეს და დოკუმენტაცია მალევე საარჩევნო უბანზე იქნა დაბრუნებული. გამოძიება სისხლის სამართლის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. 

ცესკო-ს განცხადებით, უბანზე ხელახალი არჩევნების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

კომენტარები