მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას არ ემხრობა

განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას არ ემხრობა - ამის შესახებ მან ანტინარკოტიკული კამპანიის - ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება, დასკვნითი ღონისძიების დაწყებამდე გააკეთა.

"ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება ამისთვის მზად არ არის. ჯერ ცნობიერების ამაღლებაა საჭირო", - განაცხადა მან.

ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული ანტინარკოტიკული კამპანიაა. დღეს, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლები დააჯილდოვეს.

კომენტარები