თვითმმართველობის არჩევნები 2014

ჰამერბერგი: კანდიდატების მიმართ ზეწილა ოპერატიულად უნდა გამოიძიონ

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, თომას ჰამერბერგის განცხადებით, წინასაარჩევნოდ გარკვეული კანდიდატების მიმართ ზეწოლას ადგილი ახლაც აქვს. ჰამერბერგი მსგავსი ფაქტების ოპერატიულად და გულდასმით გამოძიებას ითხოვს, იმისთვის რომ თვითმმართველობის არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს.

"წინა არჩევნები გამორჩეული იყო სამართლიანობით. რა თქმა უნდა, ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტებს, თუმცა არ დაზარალებულა სამართლიანობის ზოგადი სურათი. აუცილებელია იგივე სტანდარტის ახლად შენარჩუნება. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, გარკვეული კანდიდატების მიმართ ზეწოლას ახლაც აქვს ადგილი, რის გამოც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიციის და შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან ოპერატიული და გულდასმითი გამოძიების ჩატარება მოხდეს, რათა ყველამ დაინახოს, რომ ასეთი ქმედებები არ არის მოწონებული და რათა არ დაზარალდეს საარჩევნო გარემოს სამართლიანობის შესახებ ზოგადი სურათი", - განაცხადა ჰამერბერგმა.

კომენტარები