ავტოსაგზაო შემთხვევა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 19 მოქალაქე დაშავდა

თურქეთში, ბოლუ-სტამბულის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 19 მოქალაქე დაშავდა. დაღუპულია ავტობუსის მძღოლი, რომელიც თურქეთის მოქალაქეა. 

ავტობუსი თბილისიდან სტამბულის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რასაც უბედური შემთხვევა მოჰყვა.

ავტობუსში 42 მგზავრი იმყოფებოდა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები