ეგვიპტის პრეზიდენტი

ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათახ ალ-სისი გახდა

AFP

26-28 მაისს ეგვიპტეში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გაიმარჯვა. ხმათა 96.9%-ით ქვეყნის ახალი პრეზიდენტი აბდელ ფათახ ალ-სისი გახდა. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მას ხმა 23 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა.

ალ-სისის ერთადერთი მოწინააღმდეგე არჩევნებში მემარცხენე ცენტრისტი ჰადმინ საბაჰი იყო. მან ხმათა მხოლოდ 3% მიიღო.

ალ-სისი 59 წლისაა. 2014 წლიდან ფელდმარშალია. ეკავა თავდაცვის მინისტრისა და პრემიერმინისტრის მოადგილის თანამდებობები.

ალ-სისიმ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში არ დაუშვებდა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ძმები-მუსლიმების საქმიანობას. ქვეყანაში სრული სტაბილურობის დამყარებას ის ორ წელიწადში ვარაუდობს.

კომენტარები