ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო

მოძრაობა ერონულების ლიდერი სანდრო ბრეგაძე დავით დარახველიძის მოადგილე გახდა

რადიო თავისუფლება

მოძრაობა ერონულების ლიდერი სანდრო ბრეგაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. პრემიერმინისტრის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

სანდრო ბრეგაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის პოსტზე უფლებამოსილების განხორციელებას მიმდინარე წლის 1 ივნისიდან შეუდგება.

ბრეგაძის გარდა, დავით დარახველიძეს კიდევ ოთხი მოადგილე ჰყავს.

კომენტარები