მამუკა გორგოძე ბარბაროსებში

ზირაქაშვილის შემდეგ ბარბაროსებში გორგოძეც გამოიძახეს

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ სარაგბო კლუბ ბარბაროსებში ქართველი დავით ზირაქაშვილი გამოიძახეს. ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეთა კრებულში მამუკა გორგოძეც ითამაშებს.

ბარბაროსები პირველ ივნისს, ინგლისის ნაკრებს შეხვდებიან. გუნდის შემადგენლობაში მსოფლიოს საუკეთესო არაერთი მორაგბეა მოწვეული.

შეგახსენებთ, რომ ბარბაროსების გარდა, გორგოძე მსოფლიოს ნაკრებშიც გამოიძახეს, ვის შემადგენლობაშიც ის სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.

გთავაზობთ ბარბაროსების შემადგენლობას:

შერკინება: მამუკა გორგოძე (მონპელიე, საქართველო), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი, საქართველო), ჟიულიენ ბრუნო (მეტრო რასინგი, საფრანგეთი), სხალკ ფერეია (ტულუზი, სამხრეთი აფრიკა), ენდრიუ ჰორი (ჰაილენდერზი, ახალი ზელანდია), ივანდერ კრუხერი (მეტრო რასინგი, სამხრეთი აფრიკა), ალექსანდრ ლაპანდრი (კლერმონი, საფრანგეთი), ხუან მანუელ ლეგუსამონი (ლიონი, არგენტინა), ნოელ ლობო (მონპელიე, არგენტინა), დონჩა ოკალაჰანი (მანსტერი, ირლანდია), ტიი პაულო (კლერმონი, სამოა), სონა ტაუმალოლო (პერპინიანი, ტონგა), ჯო ტეკორი (ტულუზი, სამოა), როჯერ ვილოსნი (ალსტერი, ირლანდია).
უკანა ხაზი: ჯიმი ქოუანი (გლოსტერი, ახალი ზელანდია), ტომას კუბელი (ბელგრანო, არგენტინა), ჰოსე გეარი (ტულუზი, ახალი ზელანდია), ხუან მარტინ ერნანდესი (მეტრო რასინგი, არგენტინა), ბრუკ ჯეიმზი (კლერმონი, ახალი ზელანდია), ჯეიმზ ო'კონორი (ლონდონ აირიში, ავსტრალია), რენე რენჯერი (მონპელიე, ახალი ზელანდია), ჯო როკოთოკო (ბაიონი, ახალი ზელანდია), ბენსონ სტენლი (კლერმონი, ახალი ზელანდია), ფრანსუა ტრინ-დუკი (მონპელიე, საფრანგეთი).

კომენტარები