საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა.
პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მთავარი აქცენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაკეთდა.
პრემიერმა ევროკომისიის პრეზიდენტთან საქართველოში მიმდინარე რეფორმების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მხარეებმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების საკითხიც განიხილეს.
შეხვედრაზე საქართველოში ბაროზოს ვიზიტის დეტალებზეც იმსჯელეს. ჟოზე მანუელ ბაროზო საქართველოს 13 ივნისს ეწვევა.





