შსს

შსს: 10 წლის მოზარდზე პოლიციის ავტომანქანის დაჯახების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ოზურგეთში 10 წლის მოზარდზე შსს-ს სამსახურეობრივი ავტომანქანის დაჯახების ფაქტზე გამოძიება პროკურატურის ზედამხედველობით, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურში უთხრეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს სამსახურეობრივ ავტომანქანას (რომელიც საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანას არ წარმოადგენს) საპატრულო პოლიციის თანამშრომლი მართავდა.

მოზარდი ქუთაისის ინტენვენციული დახმარების ცენტრში იმყოფება.

კომენტარები