უეფას აკრძალვა უკრაინას

უეფამ უკრაინის აღმოსავლეთში საერთაშორისო მატჩების გამართვა აკრძალა

უეფამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას ქვეყნის აღმოსავლეთში ევროტურნირების მატჩების გამართვა აუკრძალა, ამის შესახებ ინფორმაციას რბკ-უკრაინა, ფედერაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციაში უეფადან წერილი მოვიდა, სადაც ნათქვამია, რომ აკრძალვა ეხება ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის, ასევე სხვადასხვა ასაკის ქალთა და მამაკაცთა ნაკრებების თამაშებს.

უეფაში თვლიან, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თამაშების გამართვა მხოლოდ კიევისა და ლვოვის სტადიონებზეა შესაძლებელი.

ზემოაღნიშნული აკრძალვა დააზარალებს დონეცკის შახტარსა და ხარკოვის მეტალისტს, ასევე შესაძლოა შეეხოს დნეპროპეტროვსკის დნეპრს (სადაც ქართველები - ჯაბა კანკავა, სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე თამაშობენ) და ოდესის ჩერნომორეცს (თორნიკე ოქრიაშვილის ამჟამინდელი გუნდი).

 

კომენტარები