ჩრდილოატლანტიკური ალიანსი

ვერშბოუ: NATO-მ რუსეთი არა პარტნიორად, არამედ მოწინააღმდეგედ უნდა განიხილოს

"NATO-მ რუსეთი არა პარტნიორად, არამედ მოწინააღმდეგედ უნდა განიხილოს", - ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა NATO თავის მოწინააღმდეგედ გამოაცხადა, ხოლო რუსეთის მოქმედებებმა უკრაინის წინააღდეგ ალიანსის რუსეთთან ურთიერთობა პრინციპულად უნდა შეცვალოს.

ვერშბოუს განცხადებით, ალიანსი აღმოსავლეთევროპელი წევრების, მათ შორის - ბალტიის ქვეყნების, თავდაცვის გაძლიერებაზე იზრუნებს.

გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემდეგ NATO არ თვლის თავს ვალდებულად, დაიცვას 90-იან წლებში რუსეთთან მიღწეული შეთანხმება იმის შესახებ, რომ ალიანსის ახალი წევრების ტერიტორიაზე მნიშვნელოვან სამხედრო ძალებს და ბირთვულ იარაღს არ განალაგებს.

კომენტარები