ეს შენ გეხება

ლაშა ტუღუში: პრემიერის განცხადებას შეთქმულების თეორიის სუნი ასდის

შეთქმულების თეორიის სუნი ასდის იმას, როდესაც საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებით არის დაინტერესებული, ძირგამომთხრელს და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებ, - ასე ეხმიანება ეროვნული პლატფორმის კოორდინატორი ლაშა ტუღუში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადებებს.

როგორც ტუღუში ამბობს, კანონპროექტები, რომელიც ასე ცუდად იყო აღქმული, პრაქტიკულად შეთანხმებულია. ტუღუშის თქმით, კანონპროექტთა პაკეტში ერთადერთი მუხლის გარდა ყველაფერი შეთანხმებულია.

„კანონპროექტთა პაკეტში ყველა საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთი მუხლი ყველაზე პრინციპულია: სპეცსამსახურებს მოსმენებზე წვდომა ყველანაირი დაბრკოლების გარეშე ექნებათ თუ არა. თითქმის ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში პირველი ბარიერი არის ის, რომ სამართალდამცავ ორგანოებს კომპანიებთან დასკვნა მიაქვთ, რომლის საფუძველზეც კომპანია ღილაკს თითს თავად აჭერს. საქართველოში მოქმედ სისტემაში კი არავის არაფერს ეკითხებიან, სამართალდამცავები თავისუფლად მოქმედებენ. ხოლო, ჩვენი მოდელის თანახმად, პრეცედურის დაწყებისთანავე ინფორმაცია სპეციალურ მოსამართლეს და ინსპექტორს მიეწოდება“, - აღნიშნავს ლაშა ტუღუში.

პრემიერმა უკანონო მოსმენების წინააღმდეგ მიმართული კამპანია - ”ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ” - რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები წარმართავენ, ქვეყნის იმიჯის ძირგამომთხრელ საქმიანობად შეაფასა

კომენტარები