ზვავი ევერესტზე

მწვერვალ ევერესტიდან ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სულ ცოტა, 6 ადამიანი დაიღუპა

AFP

მწვერვალ ევერესტიდან ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სულ ცოტა, 6 ადამიანი დაიღუპა. ისინი ფერდობზე მიცოცავდნენ, რათა მთამსვლელებისთვის თოკები გაესწორებინათ და მარშრუტები მზადყოფნაში მოეყვანათ. ამ სეზონზე ევერესტს ბევრი მთამსვლელი სტუმრობს.

ხელისუფლების განცხადებით, 4 ცხედარი იპოვეს, ხოლო 2-ის თოვლიდან ამოყვანა გახდა საჭირო.

ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, ადგილზე სამძებრო სამუშაოებისთვის 3 ვერტმფრენია გაგზავნილი.

კომენტარები