მშვიდობის მარში რუსეთში

მოსკოვში ომის საწინააღმდეგო აქცია - მშვიდობის მარში იმართება

svoboda.org

მოსკოვში ომის საწინააღმდეგო აქცია - მშვიდობის მარში მიმდინარეობს. რადიო თავისუფლების ცნობით,  აქციის მონაწილეები პუშკინის მოედნიდან ბულვარის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. აქცია ხელისუფლებასთან 50 000 ადამიანზეა შეთანხმებული. აქციის მონაწილეები უკრაინის მიმართ რუსეთის ხელისუფლების პოზიციას აპროტესტებენ, მათ  ხელში უკრაინის და რუსეთის დროშები უჭირავთ. 

რადიო თავისუფლების ცნობით, ლოზუნგით "არა ომს"  აქციები სანკტ - პეტერბურგსა  და რუსეთის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. ისინი მოსკოვში გამართულ მშვიდობის მარშს  სოლიდარობას უცხადებენ. 

 

კომენტარები