ექსპორტი თურქეთში

სამინისტრო: ენგურჰესი ზაფხულში თურქეთის მიმართულებით ექსპორტს გაიტანს

panoramio.com

ენგურის ჰიდროელექტროსადგური [შპს ენგურჰესი] ზაფხულის თვეებში თურქეთის მიმართულებით ექსპორტს გაიტანს. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ენგურჰესმა შესაბამისი ხელშეკრულება თურქულ კომპანია აქსასთან გააფორმა.

ხელშეკრულების თანახმად, ივნის-აგვისტოში თურქეთში ექსპორტზე 200 მლნ კვტ.საათის ოდენობის ელექტროენერგია გავა. 1 კვტ.საათის ღირებულება 7.5 აშშ ცენტია.

”წყალუხვობის გამო, მიმდინარე წლის ზაფხულში ენგურჰესზე ელექტროენერგიის ჭარბი გამომუშავებაა დაგეგმილი. შიდა ბაზრის 100%-ით ათვისების გარდა, ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია თურქეთში გაიყიდება.

დღესვე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კომპანია აქსასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლიც ენერგოსექტორში ახალი პროექტების განხორციელებას გულისხმობს”, - წერია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები