მინისტრების ხელფასი

კალაძე ხელფასით სხვების დახმარებაზე: ბიძინა ივანიშვილიც არ იღებდა ხელფასს

Kakha Kaladze
Tabula

ამ თემით მანიპულირებას არ ვახდენ, მაგრამ ხელფასი რაც მერიცხება სხვების დახმარებაზე მიდის. ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

"ბევრი ადამინია, რომელსაც სოციალურად უჭირს და მათ ვეხმარები - ბიძინა ივანიშვილიც არ იღებდა ხელფასს და ისიც დახმარებებს ხმარდებოდა", - აღნიშნა კალაძემ.

ვიცეპრემიერის თქმით, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, მინისტრების ხელფასები საბოლოო ჯამში შემცირდა, რადგან ადრე მინისტრები პრემიებს იღებდნენ და ხელფასთან ერთად ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე ახალი ხელისუფლების პირობებში - როცა ხელფასი და პრემია გაერთიანდა.

კომენტარები