არეულობა უკრაინაში

კიევში შეტაკებები განახლდა

zyalt.livejournal.com

კიევის ცენტრში, გრუშევსკის ქუჩაზე გვიან საღამოს სპეცრაზმელებისა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება განახლდა. უკრაინული მე-5 არხის ცნობთ, ბერკუტმა ცეცხლი რეზინის ტყვიებით გახსნა. აქციის ერთი მონაწილე დაშავდა. აქტივისტებმა სპეცრაზმელებს პეტარდები და მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. დემონსტრანტებმა კვლავ საბურავების კოცონები დაანთეს, რომელიც მათსა და ბერკუტს შორის ბარიერს ქმნის.

ცეცხლის შეწყვეტა ოპოზიციასა და სამართალდამცველებს შორის 23 იანვარს დილით გამოცხადდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 იანვარს განაცხადა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პერიოდში დემონსტრანტების წინააღმდეგ არაფერს მოიმოქმედებდა.

კომენტარები