საერთაშორისო აეროპორტი

კვირიკაშვილი: საერთაშორისო აეროპორტი ანაკლიაში აშენდება

ეკონომიკის მინისტრი კვირიკაშვილი
ეკონომიკის სამინისტროს ვებ-საიტი

ანაკლიაში საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ფოთის აეროპორტი აღარ აშენდება, რადგან მისი პროექტი გაუმართლებელი იყო, ვინაიდან აეროპორტის მშენებლობას ფრინველების გადაფრენისა და ჭაობიან ზონაში ითვალისწინებდა.

"მძლავრი, მაღალი შესაძლებლობების მქონე საერთაშორისო აეროპორტი აშენდება ანაკლიის პორტთან და ვფიქრობ, რეგიონში ორი ასეთი აეროპორტის საჭიროება არ არსებობს. ანაკლიის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განსაკუთრებული შესაძლებლობები სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის აეროპორტი პორტთან ახლოს განლაგდება და მისი მშენებლობა პროექტით უკვე გათვალისწინებულია.

კომენტარები